იტვირთება...
2014 წელი 29 აპრილი

2014 წელი 29 აპრილი

პროფ. მიხეილ გოგატიშვილის სამეცნიერო მოხსენება 
 

2014 წლის 29 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 406-ე აუდიტორიაში პროფ. მიხეილ გოგატიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე “უბედური ცნობიერება ჰეგელთან და თავისუფლების გაუკუღმართებული სოციალური პრაქტიკები”. მოხსენება წაკითხულ იქნა სამეცნიერო მოხსენებების სერია “ომისა და მშვიდობის სოციოლოგია” ფარგლებში. აღნიშნული მოხსენებების სერია დაარსდა 2012 წელს ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ. სერიის ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა (კასელის უნივერსიტეტი/გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) და პროფ. ქევინ თუითმა (მონრეალის უნივერსიტეტი). აღნიშნული ღონისძიება ეძღვნებოდა პროფ. მიხეილ გოგატიშვილის 50 წლის იუბილეს.