იტვირთება...
2013 წლის 21 ნოემბერი

2013 წლის 21 ნოემბერი

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი - სამართალი - იდენტობა“ 
 

2013 წლის 21 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ფილოსოფიის აქტუალური პრობლემების შესახებ.

 

კონფერენციის გეგმა:

 

შესავალი სიტყვა - პროფ. თენგიზ ირემაძე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

 

პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი, პროფ. თენგიზ ირემაძე  - იაგორ ჭილაშვილის სამართლის ფილოსოფია

 

პროფ. ჰელმუტ შნაიდერი - სახლი და ადამიანი. სახლის ანთროპოლოგია

 

პროფ. ლალი ზაქარაძე - ვალტერ ბენიამინის ქალაქის სემიოტიკა

 

პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ბიოპოლიტიკა

 

ასოცირებული მკვლევარი გიორგი ხუროშვილი - რუის-ურბნისის „ძეგლისწერის“ ძველაღთქმისეული შესატყვისები

 

ასისტენტ-პროფ. გიორგი თავაძე - სოციალური იდენტობის პრობლემა: თანამედროვე მიდგომები

 

კონფერენციის შეჯამება - პროფ. თენგიზ ირემაძე