სემინარი ნიცშეს ფილოსოფიის შესახებ
2013 წლის 8 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე „ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია“. სემინარს წარმართავდნენ პროფ. თენგიზ ირემაძე (თბილისი), პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი/გერმანია), პროფ. ლალი ზაქარაძე (ბათუმი), ასისტ.-პროფ. გიორგი თავაძე (თბილისი). სემინარზე საგანგებოდ იქნა განხილული ფრიდრიხ ნიცშეს მთავარი ნაშრომი - „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. ამავე სემინარზე ფრიდრიხ ნიცშეს თხზულებების პირველი ქართული აკადემიურ-კრიტიკული გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრებმა (პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ჰელმუტ შნაიდერი, პროფ. ლალი ზაქარაძე, ასისტ.-პროფ. გიორგი თავაძე) ისაუბრეს ამ უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი სამეცნიერო-მთარგმნელობითი პროექტის პერსპექტივებზე.