2009 წლის 20-21 ნოემბერი
სემინარი თემაზე:
„ანთროპოლგიური მუდმივები ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში: მე – პიროვნება – საკუთრება – თავისუფლება.“
სემინარის ხელმძღვანელი: პროფ. ჰელმუტ შნაიდერი
ორგანიზატორი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.
სემინარზე განხილული იყო ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის საკვანძო საკითხები; გაანალიზებულ იქნა ჰეგელის სამართლის თეორიის ძირითადი ცნებები და დებულებები. სემინარს საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან 70 მონაწილე ესწრებოდა. სემინარი განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა სტუდენტებისათვის, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სემინარის მუშაობაში.
სემინარის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.