2009 წლის 19 ნოემბერი
ფილოსოფიის მსოფლიო დღე
პროფ. ბურკჰარდ მოიზიშის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
მომხსენებლები:
თენგიზ ირემაძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) - ბურკჰარდ მოიზიში და გერმანულ-ქართული ფილოსოფიური ურთიერთობები
თინა დოლიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - არისტოტელეს „კატეგორიების“ თემის დეფინიცია ბერძნულ სასკოლო ფილოსოფიაში
ლალი ზაქარაძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი) - იოანე პეტრიწის ქრისტიანული ფილოსოფიის გაგების შესახებ
მაგდა მჭედლიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - საღმრთო ბუნების ხედვისათვის (მიქაელ ფსელოსი, ნიკოლოზ მეთონელი, იოანე პეტრიწი)
მიხეილ გოგატიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) - სამართლიანობა და სიქველე პლატონთან და ჯონ ლოკთან
გიორგი ბარამიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - პლატონის ეპისტემოლოგიის ზოგიერთი ასპექტი მარსილიო ფიჩინოს ინტერპრეტაციის მიხედვით
გიორგი თავაძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი) - სოკრატე, პლატონი და არისტოტელე ფრიდრიხ ნიცშეს ნააზრევში
გიორგი ხეოშვილი (საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი) - პლატონის რეცეფცია პამფილ იურკევიჩის ფილოსოფიაში
გურამ თევზაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) - სოლომონ დოდაშვილი ნეოპლატონიზმის შესახებ
ჰელმუტ შნაიდერი (კასელის უნივერსიტეტი, გერმანია) - თავისუფლების ისტორია ჰეგელთან