2013 წელს იოჰან გოტფრიდ ჰერდერის ფონდმა (ბონი, გერმანია) ზედიზედ მესამედ დააფინანსა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში (2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით).
აღნიშნული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა განახორციელა სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). მან განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშავა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და პოლიტიკური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამების სტუდენტებთან.