ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დააფინანსა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარდგენილი 12 თვიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები“ (ბენჯამინ ფრანკლინი, თომას ჯეფერსონი, ბენჯამინ რაში, ჯონ ადამსი, ჯეიმს უილსონი).
პროექტის განხორციელება დაიწყო 2011 წლის მაისში და დასრულდა 2013 წლის აპრილში.
თარგმანი შეასრულა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა გიორგი ხუროშვილმა. თარგმანის რედაქცია შეასრულეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა: პროფ. თენგიზ ირემაძემ, პროფ. ლალი ზაქარაძემ და ასისტენტ–პროფესორმა გიორგი თავაძემ.