იტვირთება...
ჰერდერის ფონდის გრანტი (2012 წ.)

ჰერდერის ფონდის გრანტი (2012 წ.)

 

2012 წელს იოჰან გოტფრიდ ჰერდერის ფონდმა (ბონი, გერმანია) კვლავ დააფინანსა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო საქმიანობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში (2012 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 31 ივლისის ჩათვლით).

 

აღნიშნული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა განახორციელა სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობდა ლექცია–სემინარების კურსს XX საუკუნის თვალსაჩინო გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის (1889–1976) ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ.