ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დააფინანსა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარდგენილი 18 თვიანი სამეცნიერო-კვლევითი და მთარგმნელობითი პროექტი, რომელიც დიდი ფრანგი მოაზროვნის, შედარებითი პოლიტიკური მეცნიერების ფუძემდებლის, ალექსის დე ტოკვილის (1805-1859) საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომის „დემოკრატია ამერიკაში“ (1835–1840 წწ.) ქართული თარგმანის შესრულებას და გამოქვეყნებას - სათანადო მეცნიერულ-კრიტიკული აპარატით.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2010 წლის აგვისტოს და დასრულდა 2012 წლის თებერვალში.
ალექსის დე ტოკვილის ნაშრომი „დემოკრატია ამერიკაში" თარგმნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგემ დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ. თარგმანის სამეცნიერო რედაქტორები არიან ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, ასისტ.-პროფ გიორგი თავაძე. აღნიშნული თარგმანი გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.