დაარსების დღიდან ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკებისათვის (ქ. ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა, აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სოფ. შატილის სკოლა) უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის (როგორც საკუთრივ ინსტიტუტის გამოცემების, ასევე, სხვა პუბლიკაციების) მიწოდებაში გამოიხატება.
საქველმოქმედო საქმიანობაში, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: პროფ. გია დეკანოზიშვილი, პროფ. მურთაზ კვირკვაია, პროფ. ვაჟა ლორთქიფანიძე, პროფ. პაატა ნაცვლიშვილი, ასოც. პროფ. მზია შელია, რომლებმაც ინსტიტუტის საქველმოქმედო ფონდი თავიანთ პირად ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებიდან შეავსეს. ამ საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები: აკადემიკოსი გურამ თევზაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) და ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბრეგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. ნოდარ ბელქანია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).