გიორგი ხუროშვილი
ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
დაიბადა 1988 წელს, ქ. თბილისში. 2006-2010 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, 2010 წელს დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების სამართლებრივ-ფილოსოფიური ასპექტები“ და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2008-2009 წლებში სწავლობდა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის (ჯერსი, გაერთიანებული სამეფო) პროგრამაზე „პროექტის მართვა“.
2010-2012 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე, 2012 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ლეო შტრაუსისეული მოდელი“ და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2011 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების მკვლევარი.
2012 წელს ჩაირიცხა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. 2014-2016 წლებში, ევროკავშირის პროექტ Erasmus Mundus-ის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სწავლობდა პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში (პოლონეთი). 2017 წლის იანვარში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „იერუსალიმი და ათენი, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა“ (ხელმძღვანელები: პროფ. თ. ირემაძე, პროფ. ჰ. შნაიდერი), მიიღო შეფასება Summa cum laude და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
2013-2014 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.
2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.
2016 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
2017 წლის მაისში, ევროკავშირის პროგრამის (Erasmus+) აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, ლექციებს კითხულობდა ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი).
ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას, მან ქართულ ენაზე თარგმნა ფრენსის ბეკონის, ლეო შტრაუსის, ჰანა არენდტის, თომას ჯეფერსონის, ბენჯამინ ფრანკლინის, ჯონ ადამსის, ჯეიმს უილსონის და ბენჯამინ რაშის ნაშრომები.
გიორგი ხუროშვილის კვლევის სფეროებია: პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური თეორია, ქრისტიანული ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია.
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები:
- პოლიტიკური ფილოსოფია: ნარკვევები (გ. თავაძესთან ერთად), ორ ტომად. ტ. 1: თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016 წ., 142 გვ.; ტ. 2: თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2017 წ., 146 გვ.
- იერუსალიმი და ათენი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კონტექსტი. სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 4, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015 წ.
სტატიები:
- ფრენსის ბეკონის „ახალი ატლანტიდა“-ს გაგებისათვის; იხ.: ფრენსის ბეკონი, „ახალი ატლანტიდა“. ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 5, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016 წ., გვ. 87-91.
- პოლიტიკა და რელიგია შუა საუკუნეების საქართველოში (დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, არსენ იყალთოელი); იხ.: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016 წ., გვ. 71-86.
- ჰანა არენდტის პოლიტიკური აზროვნების საწყისები; იხ.: ჰანა არენდტი, „რა არის ხელისუფლება?“. ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 4, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015 წ., გვ. 7-15.
- ალექსანდრე ამილახვარი; „ბრძენი აღმოსავლეთისა“ – პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ცდა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; იხ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე. თბილისი, 2014 წ., გვ. 64-73.
- დავით რექტორი და ახალი დროის ქართული აზროვნება; იხ: „უფლის ციხე“, # 3, მთავარი რედაქტორი: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2014 წ., გვ. 86-90.
- იერუსალიმი და ათენი ფილოსოფიური ურბანისტიკის პერსპექტივიდან; იხ. თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე, „ფილოსოფიური ურბანისტიკა“, თბილისი, „ნეკერი“, 2014 წ., გვ. 30-44.
- Jerusalem and Athens in Medieval Georgian Thought; in: Philosophie und Sozialtheorie, Band 1, Leben verstehen. Herausgegeben von Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider. Logos Verlag, Berlin, 2014., p. 97-101.
- იერუსალიმისა და ათენის რეცეფცია ტერტულიანედან ლეო შტრაუსამდე; იხ: „ლეო შტრაუსი, იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი.“ „საუნჯე“, თბილისი, 2013 წ., გვ. 9-17.
- გონება და გამოცხადება ამერიკელ განმანათლებელთა ნააზრევში; იხ: „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში“. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013 წ., გვ. 9-17.
- პლატონსა და ბიბლიურ წინასწარმეტყველთა შორის: ჰერმან კოჰენი და ლეო შტრაუსი იერუსალიმისა და ათენის შესახებ; იხ: „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2012 წ., გვ. 153-160.
- გაიოზ რექტორი და კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის აღორძინება ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; იხ: „უფლის ციხე“, # 2, მთავარი რედაქტორი: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2012 წ., გვ. 65-70.
- Neo-conservatism in the USA from Leo Strauss to Irving Kristol; in: European Scientific Journal, February/special/ edition vol. 8, No.2; Edited by Jovan Shopovski, Dragica Vujadinovic; 2012; p. 80-85.
- ნეოპლატონური მოძღვრებები სულის შესახებ და მათი იოანე პეტრიწისეული კონტექსტი, იხ: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი - „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ - მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009 წ., გვ. 60-68.
თარგმანები:
- ფრენსის ბეკონი, „ახალი ატლანტიდა“. ქართულად თარგმნა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გიორგი ხუროშვილმა; ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 5, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016 წ., 100 გვ.
- ჰანა არენდტი, „რა არის ხელისუფლება?“. ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 4, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015 წ., 150 გვ.
- ლეო შტრაუსი, „იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი“. ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; გამომცემლობა „საუნჯე“, თბილისი, 2013 წ., 112 გვ.
- ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში. ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013 წ., 178 გვ.
- ლეო შტრაუსი, „რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?“ ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო გიორგი ხუროშვილმა, გამომცემლობა „საუნჯე“, თბილისი, 2011 წ., 130 გვ.
სარედაქციო საქმიანობა:
სამეცნიერო სერია - ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია.
- ტ. 8: გიორგი თავაძე, ფილოსოფიური გეოგრაფია. ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016.
- ტ. 7: ბერნჰარდ ვალდენფელსი, გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა, ფრანგულიდან ქართულად თარგმნა დ. ლაბუჩიძემ, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013.
- ტ. 6: აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენლები და წინათქმის ავტორები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2012.
ცალკეული გამოცემები:
- რედაქტორი: Philosophie und Sozialtheorie, Band 1, Leben verstehen. Herausgegeben von Tengiz Ireamdze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider. Logos Verlag, Berlin, 2014.
- რეცენზენტი: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში; კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016 წ.
- რეცენზენტი: გურამ თევზაძე, ებრაელ ფილოსოფოსთა ინტერპრეტაციები საქართველოში, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2017 წ.