იტვირთება...
ნინო ფიფია

ნინო ფიფია

დაიბადა 1969 წელს, ქ. თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა, ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 2006 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიის ისტორიაში თემაზე: „იმანუელ კანტის მოძღვრების ინტერპრეტაცია ბერტრან რასელის ფილოსოფიაში“. 1997 წლიდან არის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის კულტურის ფილოსოფიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი.

 

2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. კვლევის და სწავლების სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, ეპისტემოლოგია, კულტურის ფილოსოფია, კულტურის სოციალური თეორიები.

 

 

ნინო ფიფიას მთავარი ნაშრომებია:

 

ი. კანტის „თავისთავადი ნივთი“ ბ. რასელის ფილოსოფიაში // საქ. მეცნ. აკადემიის ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტი, „მაცნე“, ფილოსოფიის სერია, თბილისი, 2002, 2.

 

ტოინბი (სერია „მოაზროვნე“), გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2005.

 

კვლევის მეთოდები ო. შპენგლერისა და ა. ტოინბის კონცეფციებში // ფილოსოფია და თანამედროვეობა, გამომცემლობა „არხე“, თბილისი, 2007.

 

ბერტრან რასელი: კანტის კონცეფციის კრიტიკა და ინტერპრეტაცია // ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, კულტურა - პრობლემები და პერსპექტივები. საიუბილეო კრებული, მიძღვნილი გურამ თევზაძის 75-ე წლისთავისადმი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2007.

 

The Interpretation of Kant’s Theory of Knowledge in Russell’s Philosophy // Culture & Philosophy (A journal of phenomenological inquiry), 2008.

 

აპრიორის ცნება კანტისა და რასელის კონცეფციებში // სამეცნიერო კრებული. აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა. სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, თბილისი, 2009.

 

«Вещь в себе» философии Бертрана Рассела // Philosophy in Global Change (Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch), ed. T. Iremadze, Tbilisi, 2011.