1984 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა –მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, 1991 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
2000 წელს გაიარა საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრეინინგ ცენტრში (The Training Center of the National Bank of Greece (Athens) საკრედიტო რისკ მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი;
2003 წელს გაირა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ტექნიკური დახმარების ფაკულტატურული კურსი(The faculty of the office of Technical Assistance United States Department of the Treasury Recognizes) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და ფინანსური დანაშაული ;
1994 – 1997 წლებში იყო თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოადგილე;
1997 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ბანკების ასოციაციაში აღმასრულებელ დირექტორად;
1999 – 2001 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების დანერგვის პროექტის( TACIS PROJECT) საბჭოს წევრი;
2001 – 2002 წლებში იყო "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) საქართველოს საწარმოთა მხარდამჭერი პროექტის (GESP), და Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), საზოგადოებრივი განვითარების პროექტის ტრეინერი;
2000-2003 წლებში ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის "შპარკასე აკადემიის" (Savings Banks Foundation for International Cooperation - Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში.
2007 წლიდან არის „საბანკო სწავლების ცენტრის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;
2008–2010 წლებში იყო ილიას სახელობის სახელომწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში;
2011 წლიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, დარგობრივი საბჭოს წევრი.
2011 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
2016 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო საქმეში, საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში;
მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის სახელმძღვანელოს (რისკ მენეჯმენტი კომერციულ ბანკებში) თანაავტორი, ეკონომიკის, საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე 30-მდე ნაშრომის, სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ყავს მეუღლე და ქალიშვილი