პერსონალი
მარიამ ხუნდაძემ 2018 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბავშვთა და მოზარდთა სომატოფორმული და სხვა ნევროტული აშლილობების კლინიკურ-ფსიქოლგიური თავისებურებანი“ და მიენიჭა მედიცინის სდოტორის აკადემიური ხარისხი.
მან 2006 დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო 2017 წელს ლესტერის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა, სადაც მას მიენიჭა ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ადამიანის უფლებებისა და გლობალური ეთიკის მიმართულებით
მარიამ ხუნდაძე არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეა, მისი ამჟამინდელი სამეცნიერო-კვლევის ინტერესის თემა: სუროგატი დედობა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიურ-ეთიკური პრობლემებია; 2010-2014 წლებში იყო - გენდერული არასამთავრობო ორგანიზაცია შვედეთი -თბილისი www.georgia-swedishinstitute.se ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის სოციალური მუშაკი.
პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 2010 წლიდან, სხვადასხვა დროს იყო მასწავლებელი-ფსიქოლოგი, ტრენერი პედაგოგებისთვის ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებზე, მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბიოეთიკასა და მედიცინის ისტორიაში, არის რამდენიმე სტატიის ავტორი.
2018-2020 წლებში იყო საერთაშორისო, რეცენზირებადი, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალ 'Georgian Medical News' www.geomednews.org ექსპერტთა საბჭოს წევრი, ასევე
Americal-Georgian join Program on Liberal education –ორგანიზაციის წევრი.
სპეციალობით მედიკოსი. დაბადებულია ქალაქ თბილიში.
მუშაობს პედაგოგიური განხრით საქართველოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტში. პარალელურად, მუშაობს კვლევის კოორდინატორად მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრ „Healthycore“-ში, სადაც ჩართულია არაერთ კლინიკურ კვლევაში.
დამთავრებული აქვს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი (2022 წელს), სადაც აქტიურად იყო ჩართული კვლევით და სტუდენტურ საქმიანობაში. სწავლის პერიოდში მან მოიპოვა შიდა სასწავლო სტიპენდია და წარმატებით ჩააბარა USMLE-ის გამოცდები.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო 2023 წლიდან, საბაზისო საგნების მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე.
2020 წელს მონაწილეობდა ინფორმაციული პორტალის — covid19info.ge — შექმნაში, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებისთვის კოვიდ-19-ის შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის.
ის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების სპიკერი და მონაწილეა, მათ შორის — გიმფას (GIMPHA) კონფერენციები პარიზსა (2018) და პრაღაში (2019), 33-ე პაპილომავირუსის საერთაშორისო კონგრესი ბარსელონაში (2020), ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ონლაინ კვლევით კონფერენციებში ტორონტოში, ლონდონში, კემბრიჯში, ედინბურგში, კარდიფში, ბრისტოლსა და სხვა ქვეყნებში.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.