სერგი ჯორბენაძის ახალი გამოცემა „სოციალური მედიის სამართალი“

სერგი ჯორბენაძის ახალი გამოცემა „სოციალური მედიის სამართალი“


2019 წლის 24 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, უნივერსიტეტის პროფესორის სერგი ჯორბენაძის ახალი გამოცემის - „სოციალური მედიის სამართალი“, პრეზენტაცია.

 

წიგნი გამოიცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ემსახურება ისეთი აქტუალური სფეროს სამართლებრივ მოწესრიგებას, როგორიცაა სოციალური მედია.

 

ნაშრომში, სოციალური მედიის სამართალის კონტექსტში, განხილულია მნიშვნელოვანი საკითხები: ადამიანის უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, თანამედროვე მარკეტინგი და სხვა, რომლებიც გონივრულ მეგზურობას გაუწევენ არა მხოლოდ იურისტებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

 

წიგნის პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ხაზი გაუსვა ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ამგვარი გამოცემების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

 

უნივერსიტეტის სტუდენტებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს სერგი ჯორბენაძესთან, როგორც პროფესორთან, თანამშრომლობის გამო და აღნიშნეს, რომ ნაშრომი ხელს შეუწყობს სტუდენტთა სამართლებრივი კომპეტენციების განვითარებას სოციალური მედიის სფეროში.