საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი, დასრულდა

საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი, დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლობის ფარგლებში 22-28 ივლისს სტუდენტებისათვის წელს უკვე მეორედ გაიმართა საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“.

 

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა იურისტებში კონსტიტუციური მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას.

 

პროექტი განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროექტის „ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერა“, USAID-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსური თანამონაწილეობით.

 

საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაუბრების წესით შეარჩია.

 

სტუდენტებისათვის ლექციები ჩატარდა ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობდნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელმა სპეციალისტებმაც წაიკითხეს, კერძოდ:

  • პიტერ პაჩოლაიმ - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლემ და ვენეციის კომისიის საპატიო პრეზიდენტმა;
  • რიჩარდ ვოგლერმა - სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორმა;
  • ნორა ნი ლოიდეანმა - ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის გაძლიერებული სწავლების ინსტიტუტის (IALS) საინფორმაციო სამართლისა და პოლიტიკური ცენტრის დირექტორმა, კემბრიჯის
  • უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთ) პროფესორმა;
  • ჯეისონ დესანტომ - ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორმა;
  • თამარ ქალდანმა - საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა;
  • დავით გაბეხაძემ - მოწვეულმა ექსპერტმა;
  • თეიმურაზ ტუღუშმა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ.

 

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.