კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2019 წლის 21 მარტიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და მართვის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

 

მედიცინის სკოლა (ინგლისურენოვანი პროგრამა)

  1. თერაპია (ინგლისურენოვანი პროგრამა) პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. კომუნიკაციის უნარები, (ინგლისურენოვანი პროგრამა) პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. კლინიკური უნარები (ინგლისურენოვანი პროგრამა) პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. ჯანდაცვის ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამა) პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  5. პედიატრიული ქირურგია (ინგლისურენოვანი პროგრამა) პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  6. ქირურგია (ინგლისურენოვანი პროგრამა) პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  7. რადიოლოგია და სამედიცინო რენტგენოლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა) ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  8. ლათინური ენა (ინგლისურენოვანი პროგრამა) ასისტენტი - ერთისაშტატო ერთეული
  9. ბიოეთიკა (ინგლისურენოვანი პროგრამა) ასისტენტი - ერთისაშტატო ერთეული
  10. ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია (ინგლისურენოვანი პროგრამა) ასისტენტი - ერთისაშტატო ერთეული
  11. ქირურგია (ინგლისურენოვანი პროგრამა) ასისტენტი - ერთისაშტატო ერთეული

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა

  1. ეკონომიკა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. ფინანსები პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. ტურიზმი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. მარკეტინგი პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  5. მარკეტინგი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  6. მარკეტინგი

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

  1. პედაგოგიკა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. ქართული კულტურა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. ჟურნალისტური ტექსტის წერა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. ხელოვნება პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  5. ფსიქოლოგია პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

სამართლის სკოლა

  1. კრიმინოლოგია პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. კრიმინალისტიკა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. კერძო სამართალი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

  • პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 7 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.
  • ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 7 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
  • ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 წლის ვადით.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის, არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის, არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

  • აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები/ინდიკატორები:
  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი ;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • თემის ხელმძღვანელობა/ ოპონენტობა; 
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
  • პროფესიული განვითარება;
  • კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
  • საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
  • ციტირება

 

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც

 

განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.

  • პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ინგლისურად, ქართულად);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია (ინგლისურად, ქართულად)) შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

  • ორი ფოტოსურათი;
  • განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სამეცნიერო შრომების ნუსხა - უნივერსიტეტის ფორმით (ინგლისურად, ქართულად)

ი) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;

კ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ლ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც უზრუნველყოფს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვას.

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის პირველი მაისიდან თერთმეტი მაისის ჩათვლით

 

შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 20 მაისს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე.

 

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge ; n.kubaneishvili@gruni.edu.ge

 

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) და სამეცნიერო შრომების ნუსხის ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge