იურიდიული კლინიკა წარმატებით დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იურიდიული კლინიკა წარმატებით დასრულდა


თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის ფარგლებში გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც გაიარეს იურიდიული პრაქტიკა.

 

იურიდიულ კლინიკაში უნივერსიტეტის მაგისტრანტები სამართლის პრაქტიკულ კურსს ოთხი თვის მანძილზე გადიოდნენ. ამ პერიოდში მათ საშუალება ჰქონდათ, ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, სიღმისეულად დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ეწარმოებინათ მოქალაქეთა კონსულტაციები და სხვ.

 

საზეიმო ღონისძიებაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და იურიდიულმა კლინიკამ ჩემი ადვოკატი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, პროექტში აქტიური მონაწილეობისა და საუკეთესო თანამშრომლობისათვის, მადლობის სიგელი გადასცა.

 

 

საკონტაქტო პირი: გულნაზი გალდავა g.galdava@gruni.edu.ge