პოლონეთიდან საქართელოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პოლონეთიდან საქართელოში


ერაზმუს+ (Erasmus+) გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები - თათია კერვალიშვილი, ლელა ვარშანიძე, ალექსი ღუდუშაური, ერეკლე პაპუაშვილი, სოფიკო ბოლაშვილი, რომლებიც 5 თვის განმავლობაში სწავლობდნენ ლაზარსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი), დაბრუნდნენ საქართველოში.

 

სტუდენტების სწავლა, მგზავრობა და ცხოვრება დააფინანსა ევროკავშრის პროექტმა, ხოლო დაგროვილი კრედიტები აღიარა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა.

 

კურსის დასრულების შემდეგ ლაზარსკის უნივერსიტეტმა მოამზადა კლიპი ჩვენი სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების შესახებ პოლონეთში.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პროექტში მონაწილეებს ულოცავს საერთაშორისო მობილობის მაღალი აკადემიური შედეგებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ სტუდენტთა ახალი ნაკადი, რომელიც მ/წ ოქტომბერში გაემგზავრება პოლონეთში, ასევე, წარმატებით დაბრუნდება მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

სტუდენტებთა შთაბეჭდილებები

 

 

ŁAZARSKI from Artur Turowicz on Vimeo.