სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია


2016 წლის 30 მაისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა. კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა  იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნესის, მედიცინის, სოციალური და ჰუმანიტარული სექციები.

 

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი)  88 სტუდენტმა.

 

სექციური მუშაობის სხდომებზე 78 კვლევითი ნაშრომი იქნა განხილული. გაიმართა დისკუსია.

 

საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია და სხვ.

 

ნომინაციები იხილეთ აქ

თეზისები იხილეთ აქ

 

იულია კოზლოვსკას პრეზენტაცია

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26