მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ


მოგზაურობა ევროპაში, ექსპედიცია, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს, ზუსტად იმეორებს იმ მარშრუტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა გაიარა 300 წლის წინათ, 1714-1716 წლებში. პროექტი 2014 წელს დაიწყო და უკვე გავლილია ამ ისტორიული მარშრუტის საფრანგეთისა და იტალიის მონაკვეთები. სიმბოლურია, რომ  საიუბილეო  თარიღი და პროექტის დაწყების თარიღი დაემთხვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.

 

22 მაისს ექსპედიციის ბოლო ეტაპი დიწყო - უნივერსიტეტის სტუდენტები გაემგზავრნენ ბათუმის მიმართულებით, დაათვალიერეს ბათუმის წარმომადგენლობის ახალი კამპუსი, შეხვდნენ ბათუმელ სტუდენტებს. გაცილების ცერემონიალს დაესწრო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩავიდა ბათუმში, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი ამირან მესხიშვილი და პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს სტუდენტურ ექსპედიციას გზა დაულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ავთანდილ ბერიძემ. მან აღფრთოვანება გამოხატა ბათუმის წარმომადგენლობის ახალი კამპუსით და წარმატებები უსურვა სტუდენტებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე რომან ბოლქვძე და აჭარის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე.

 

ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები, პროფესორ პაატა ნაცვლიშვილთან ერთად, 10 დღის განმავლობაში იმოგზაურებენ და მოინახულებენ ძირძველ ქართულ მიწებს და ისტორიულ ძეგლებს: პაზარი, ართვინი, პარეხთა, ხანძთა, ოპიზა,იუსუფელი, ხახული, ოშკი, თორთომის ჩანჩქერი, პარხალი, ოთხთა ეკლესია, ბანა, ვაჩეძო, მამაწმინდა, ხოფა, დოლისტანა არტანუჟი, არტანი, ანისი, ახალციხე, ბოლნისი და საბოლოოდ გაჩერდებიან ტანძიაში. გაივლიან ზუსტად იმ გზას რომელიც, 300 წლის წინ სულხან-საბა ორბელიანმა გაიარა.

 

„მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანის ნაკვალევზე ჩემი დიდი ხნის ნაოცნებარი პროექტია. და მისი განხორციელება მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი“, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ მამუკა თავხელიძეს, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა ბათუმში მოგზაურობის მონაწილეთა გასაცილებლად და გზის დასალოცად. რომ არა მის მიერ ჩვენი პროექტის მნიშვნელობისა და აქტუალობის ზუსტი შეფასება, რომ არა მისი სრული და აქტიური მხარდაჭერა, ჩანაფიქრი ჩანაფიქრადვე დარჩებოდა.“ - აღნიშნა პაატა ნაცვლიშვილმა .

 

იხ. მოგზაურობის ამსახველი მასალა: https://www.facebook.com/voyage300yearslater/?fref=ts  

 

 

საკონტაქტო პირი:  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი

ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge