2016 წლის მარტს, დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE II პროექტის მესამე მოწვევის შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს და მოიპოვეს ევროკავშირის 100 %-იანი დაფინანსება. ესენი არიან: ნინო ქობალია (ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი), ელისაბედ ჯორბენაძე (ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი - ბათუმის წარმომადგენლობა) და ლაშა კუხიანიძე (სამართლის სკოლის დოქტორანტურა.)
გამარჯვებული სტუდენტები 2016 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ როვორა ი ვირხილის (Rovira i Virgili) უნივერსიტეტში (ესპანეთი).
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია ულოცავს სტუდენტებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
პროექტს სრულიად აფინანსებს ევროკავშირი
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26