სწავლა ნანტის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სწავლა ნანტის უნივერსიტეტში

 

გრიგოლ გრობაქიძის უნივერსიტეტსა და ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საფრანგეთი) შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები სოფიო თავბერიძე, ქრისტინე კირაკოსიანი, სამართლის სკოლის სტუდენტი ნინო ღარიბოვი და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი გვანცა ძნელაძე 2016 წლის 17 იანვრიდან, ერთი სემესტრით, სასწავლებლად გაემგზავრნენ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

სწავლა ინგლისურ ენაზეა, მხოლოდ გვანცა ძნელაძე, საკუთარი სურვილით, ისწავლის ფრანგულ ენაზე.

 

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები - დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ სასწავლო დატვირთვაში და აისახება დიპლომის დანართში.

 

საფრანგეთში სწავლა, მემორანდუმის ფარგლებში, დაფინანსებულია ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო ცხოვრების, ხარჯებს, ნაწილობრივ, გაიღებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე მობ. 571 270 011; ელ.ფოსტა: t.gagoshidze@gruni.edu.ge