საახალწლო “Gatsby party“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საახალწლო “Gatsby party“


უნივერსიტეტის PR საბჭოს ორგანიზებით კლუბ „ქალაქურში“ გაიმართა   საახალწლო “Gatsby party“, რომელშიც 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

საღამოზე, შესაბამის განწყობას ქმნიდა გასული საუკუნის მელოდიები, რომელსაც ჩვეული ოსტატობით ასრულებდა მარიტა როხვაძე და მისი ბენდი, ხოლო ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ლევან კბილაშვილმა, თავის ბენდთან ერთად, ძველი ქართული და ქალაქური სიმღერები თანამედროვე  ინტერპრეტაციით წარუდგინა მსმენელს, საერთო მუსიკალური სივრცე კი გაამრავალფეროვნა ოთიკო ანდრიაძემ თავისი კოლორიტული ხმით.

 

 

საღამო მხოლოდ მუსიკალური ნომრებით არ შემოიფარგლა, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

 

წლის დეკანი - ანა ფირცხალაშვილი

 

ყველაზე ელეგანტური ოფის მენეჯერი - ია ხურციძე

 

„ყველაფერჩიკები“ - ზურა თევდორაშვილი, დავით ქუთათელაძე

 

ყველაზე კეთილი თანამშრომელი - ლალი ციხისელი

 

ყველაზე მეგობრული ლექტორი - გულიკო გალდავა

 

ყველაზე ორიგინალური Secret Santa - ანი არდაზიშვილი

 

„მის გეცბი“ - ქრისტინე მამარდაშვილი

 

„მისტერ  გეცბი“ - გუგა კუჭუაშვილი

 

საუკეთესო მოცეკვავე ჯენტლმენი - ზუკა წოწორია

 

საუკეთესო მოცეკვავე ქალბატონი - ნიცა გელაშვილი

 

 

გრიგოლ რობაქიძის  უნივერსიტეტი, გაწეული დახმარებისთვის, დიდ მადლობას უხდის სპონსორებს:

 

Farmasi

 

“შუხმან ვაინს ჯორჯია“

 

Ergoline Solarium

 

სილამაზის სალონი „ალექსანდრა“

 

Makulatura Bar

 

MonTa&Go (მონტაგო)