ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიზიტი საქართველოს პარლამენტში


საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის  საქართველოს პარლამენტში, დეპუტატმა თემურ მაისურაძემ, რომელიც, ამავდროულად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორიც არის, ჩაატარა გასვლითი ინტერაქტიური ლექცია. ლექციის შემდეგ გაიმართა დებატები სახელმწიფო მართვის აქტუალურ საკითხებზე.

 

გასვლითი მეცადინეობის შემდეგ სტუდენტები გაეცნენ საპარლამენტო მუშაობის სპეციფიკას, რეგლამენტს, კანონშემოქმედებითი საქმიანობის თავისებურებებს, დაათვალიერეს თბილისის  ისტორიული შენობა -  განახლებული პლენარული სხდომების დარბაზი, საკომიტეტო სხდომათა დარბაზები, იუნკრების მემორიალი, გაეცნენ ფოტოგამოფენას „საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში“.

 

პარლამენტში ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა.