სტუდენტთა დასაქმების პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა დასაქმების პროგრამა


უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ბიზნეს განვითარების ცენტრმა“, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ჩაატარა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა უნივერსიტეტის ბაკალავრების, მაგისტრებისა და კურსდამთავრებულების ახალგაზრული ბიზნესის ქსელში გაერთიანებას - შემოთავაზებულ 25 ორგანიზაციაში (სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით) სტაჟირების გავლასა და დასაქმებას.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, სამთვიანი ტრენინგის გავლის შემდეგ, მოახდინონ თვითრეალიზება, განავითარონ ბიზნესის სფეროსთვის აუცილებელი პროფესიული უნარი და თავად შეძლონ მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყება. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები დამსაქმებელთათვის.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ბიზნეს განვითარების ცენტრს“ შორის.

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge;  ტელ. 2 384 406; თამარ თავხელიძე t.tavkhelidze@gruni.edu.ge