TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტი

TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენელი მაიკლ ლოუსონი ეწვია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ამ ორ სასწავლებლებს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში. იგი შეხვდა პროფესორი-მასწავლებლებს და ბიზნესისა და მართვის სკოლის I და II დონის სტუდენტებს. სტუმარმა სტუდენტებს გააცნო TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლის პროგრამები და ესაუბრა მათი სწავლის პერსპექტივებზე აღნიშნულ სკოლაში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს II დონის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ III დონე გაიარონ TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლაში, რის შემდეგაც მათ მიეცემათ უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და დიპლომი.