სასწავლო ტურნე ვისკონსინის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ტურნე ვისკონსინის უნივერსიტეტში

2009 წლის 25 ივლისიდან 18 აგვისტომდე ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ვორქსშოფი ვისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ), რომელიც ორგანიზებული და დაფინანსებული იყო USAID –ის მიერ. აღნიშნულ ვორქშოფში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების, ენერგეტიკის კომპანიებისა და მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის მიწვეული იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია.
 
ვორქშოფზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
 
  • ენერგეტიკის ეკონომიკა
  • ენერგეტიკის პოლიტიკა
  • ენერგეტიკის ტექნოლოგია
 
ვიზიტის მიზანი იყო, რომ მონაწილენი:
 
  • გაცნობოდნენ პრაქტიკულ გამოცდილებასა და საკითხებს ენერგეტიკის მენეჯმენტის, ენერგეტიკის ტექნოლოგიისა და პოლიტიკის სფეროში.
  • გაეგოთ რაც შეიძლება მეტი სხადასხვა საუნივერსიტეტო დონეების შესახებ, როგორიცაა კვლევა, განათლება და სახალხო მომსახურების პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკის სექტორთან.
 
საბოლოო მიზანი კი არის განვითარდეს უმაღლესი განათლების სატრენინგო პროგრამები საქართველოში აღმოცენებული ენერგეტიკის სექტორის ხელშესაწყობად.