თამაზ ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თამაზ ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

2008 წლის 1 თებერვალს ჩატარდა თამაზ ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები., რომლის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ( ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი (ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილება), გამომცემლობა ”არხე”, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოსოფიის დეპარტამენტი), საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი.

 

პროგრამა

 

საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია, თამაზ ბუაჩიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

პრეზენტაცია თამაზ ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულისა ”ნიშცე საქართველოში”.

მოხსენებები

 

მისასალმებელი სიტყვა - საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე

”მარადისობის კარიბჭესთან”: ფილოსოფია როგორც ცხოვრების წესი - სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი თენგიზ ირემაძე.

 ”ნიშცე საქართველოში” : ავტორები და თემატიკა - სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი გიორგი ხეოშვილი.

თამაზ ბუაჩიძე - ჰეგელის ფილოსოფიის მკვლევარი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.

კრებული ”ნიშცე საქართველოში” - წარმატებული სიტყვა ქართულ ფილოსოფიაში - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თეორიული ფილოსოფიისა და ლოგიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი ლერი მჭედლიშვილი.

გამოსვლები

 

ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი ირაკლი კალანდია (თბილისი), ასოც. პროფ. ლალი ზაქარაძე (ბათუმი), პროფ. გიორგი ბარამიძე (თბილისი), ასოც. პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი (თბილისი), თენგიზ მოისწრაფიშვილი (ბათუმი), მეცნ დოქტ. დალი დანელია (თბილისი), ლამარა რამიშვილი (თბილისი), ასოც. პროფ. მურმან გორგოშაძე (ბათუმი), ასოც. პროფ. რევაზ გორდეზიანი (თბილისი).

 

მამის გახსენება - ანდრო ბუაჩიძე

 

პროგრამის დასასრული - საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერება.