„იმედის გმირის“ „ნამდვილი დედა“ ანა ბურდულის მხარდასაჭერ აუქციონზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი წიგნი „ფედერალისტური წერილები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„იმედის გმირის“ „ნამდვილი დედა“ ანა ბურდულის მხარდასაჭერ აუქციონზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი წიგნი „ფედერალისტური წერილები“

ანა ბურდულის მხარდასაჭერ აუქციონზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი წიგნი “ფედერალისტური წერილები“ კავშირგაბმულობის კომპანია “ჯეოსელმა“ 300 ლარად იყიდა.

 

36 წლის ანა ბურდული, 17 წლის ნაშვილებ შორენასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, მიუხედავად ასაკისა, შორენა ჯანმრთელობის პრობლემების გამო 3 კლასში სწავლობს.

 

აუქციონი “იმედის გმირის“ მატერიალური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მოეწყო.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მოხარულია, რომ ქონდა აუქციონში მონაწილეობის საშუალება და მადლიერებას გამოთქვამს კომპანია “ჯეოსელის“ მიმართ, რომელმაც უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი „ფედერალისტური წერილები“ (ალექსანდრე ჰამილტონი, ჯონ, ჯეი, ჯეიმს მედისონი) ანა ბურდულის დასახმარებლად შეიძინა.