გასვლითი ლექცია ახალციხეში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია ახალციხეში

ბიზნესის და მართვის სკოლის მაგისტრანტებს გასვლითი ლექცია ქალაქ ახალციხეში ჩაუტარდათ. ახალციხეში მიმდინარეობს სამცხის ათაბაგთა რეზიდენციის სარესტავრაციო-სამშენებლო სამუშაოები. პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ მაგისტრანტებს პრაქტიკის ობიექტზე გააცნო მენეჯმენტის სპეციფიკა და საშუალება მისცა უშუალო მონაწილეობა მიიეღოთ მართვის პროცესში, გამოითქვა სურვილი და მზადყოფნა მაგისტრანტების დასაქმების თაობაზე. მაგისტრანტები ადგილზევე გაეცნენ ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტის მენეჯმენტის პროცესს, დაათვალიერეს სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ვიზიტის დასასრულს წარადგინეს პრეზენტაციები კონკრეტულ თემატიკაზე.