ღია ლექცია ,,გრიგოლ რობაქიძე - ცხოვრება და შემოქმედება”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია ლექცია ,,გრიგოლ რობაქიძე - ცხოვრება და შემოქმედება”

გრიგოლ რობაქირის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ღია ლექცია ,,გრიგოლ რობაქიძე   - ცხოვრება და შემოქმედება”.  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარმა პროფესორმა  დალი ჩიკვილაძემ  და  გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების მკვლევარმა პროფესორმა  რუსუდან გახარიამ ჩაატარეს ღია ლექცია გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალების შესახებ. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,,დრო და ადამიანები”, რომელიც ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, მოღვაწის შემოქმედებას მიეძღვნა.