კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებმა გაიმარჯვეს ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

 

ბაქარ ვერულაშვილმა გაიმარჯვა ს/ს  საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საკრედიტო ექსპერტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
აღსანიშნავია, რომ 150 პრეტენდენტთაგან იგი პირველ ათეულში მოხვდა, ხოლო ამ ათეულში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა.  

 

ბესიკ ქოჩიაშვილმა გაიმარჯვა ს/ს ბაზის ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საკრედიტო ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

ვულოცავს,  ბაქარსა და ბესიკს კარიერის წარმატებით დაწყებას. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს გამარჯვება უცილობლად ეკუთვნის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტს, მის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, რომლის შრომის ეფექტიანობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.