ოლიმპიადა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ოლიმპიადა

იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა: მარიკა ფუნთუშაშვილმა, ლევან ნიშნიანიძემ, თინათინ კიკნაძემ, და ანა მოსიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ ოლიმპიადაში. ჯგუფი მოამზადა პროფესორმა გია ქირიამ.
 
ოლიმპიადის ორგანიზატორები იყვნენ: იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, უზენაესი სასამართლო, ხოლო მხარდამჭერები -  გაეროს განვითარების ფონდი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
 
გუნდი გავიდა ფინალში, პირველ სამეულში და დაიკავა II ადგილი. გუნდის კაპიტანს მარიკა ფუნთუშაშვილს მიენიჭა საუკეთესო ორატორის ტიტული.
 
ვულოცავთ მათ და იურიდიულ ფაკულტეტს ამ გამარჯვებას. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალმა მატერი თანამედროვე სტანდარტების სპეციალისტებს ამზადებს. . .