პირველკურსელთა მიღება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველკურსელთა მიღება

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პირველკურსელებს საგანგებოდ სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე შეხვდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირველკურსელებს უნივერსტეტის გასაცნობად სპეციალური საინფორმაციო - გაცნობითი სახის შეხვედრები შესთავაზა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა გრიგოლ რობაქიძის უნივვერსიტეტის რექტორის მოადგილემ – გულნაზ გალდავამ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა – ქეთევან აფციაურმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით სარიშვილმა. 

სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოდან სპეციალობების მიხედვით აუდიტორიებში გადანაწილდნენ, მანმადე კი უნივერსიტეტის ფოიეში სპეციალურად მათთვის განთავსებულ ბანერთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

პირველკურსელთა თითოეულ ჯგუფს რექტორთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ერთად რექტორის მოადგილე, თვითმმართველობა, პროგრამის ადმინისტრატორი, დეკანი და Iთ შეხვდა. შეხვედრების მიზანი, თითოეული პირისგან პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება და გაცნობა იყო.

სტუდენტებს უნივერსიტეტმა სასაჩუქრე პაკეტი მოუმზადა. სპეციალურად მათთვის შეკერილ  უნივერსიტეტის ლოგოტიპიან ჩანთაში სტუდენტებს, უნივერსიტეტის მეგზური, რექტორის მიმართვა და  გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიული ბროშურა (ავტ: რუსუდან გახარია) სახელად \"მეტს არასა ვთხოვ საქართველოს\" გადაეცა. 

უნივერსიტეტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ულოცავს სწავლის დაწყებას და პროფესიულ წარმატებებს უსურვებს.