გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტთან ერთად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტთან ერთად

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში  მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტთან ერთად დაფუძნდა დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური კვლევითი ცენტრი.

ცენტრის მიზანია სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. დანაშაულობასთან ბრძოლის და მისი პრევენციის მიზნით, მსოფლიოს მოწინავე კვლევებისა და თეორიული მასალების ახალგაზრდა მეცნიერებისთვის მიწოდება.

 

ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში , ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან და სამართლის სკოლის აკადემიურ პრესონალთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის შედარებითი კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა - ჰანს იორგ ალბრეხტმა, ამავე ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა ქვეყნების პროექტების კოორდინატორმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა - ელიკო წიკლაურმა-ლამმიხმა;  გერმანიის მოსამართლეთა და პროკურორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ქალაქ ფრაიბურგის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა - ქრისტოფ ფრანკმა და მაქს პლანკის საზოგადოების კურატორიუმის წევრმა, პროფესორმა - პიტერ ვილკიტსკიმ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის შედარებითი კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს - ჰანს იორგ ალბრეხტს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ინსტიტუტის დირექტორს შესაბამისი დიპლომი და მანტია გადასცა.