ფოტოგამოფენა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფოტოგამოფენა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნა  ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა პირიქითა ხევსურეთში ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციას (2012 წლის ივლისი-აგვისტო). ექსპედიცია დაფინანსებული იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ და მისი ორგანიზება მოახდინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითმა ინსტიტუტმა.

 

ფოტოგამოფენა ასახავს პირიქითა ხევსურეთში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების წესს, ადათს და დამთვალიერებელს აცნობს ისტორიული ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობას.

 

ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები: შალვა ბახსოლიანი, გიორგი ბერელიძე, ნინო მამამთავრიშვილი, მეგი მაჩაბელი, სალომე ხაჩიძე, შორენა ხუბუტია, ლევანი ხუცინაშვილი. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე.

 

გამოფენის სურათების ნახვა შეგიძლიათ აქ