გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილება „ტურინეტის“ პროექტის დასკვნით შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილება „ტურინეტის“ პროექტის დასკვნით შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილება „ტურინეტის“ პროექტის დასკვნით შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღეს. პროექტი ეხებოდა ტურიზმში მოხალისეობის განვითარებას.

 

შეხვედრაზე პროექტის დირექტორმა მარიამ მერაბიშვილმა პრეზენტაციის სახით წარადგინა სასტუმრო სახლების მენეჯერებისა და მისი მეპატრონეების გამოკითხვის შედეგები, რომელსაც „ტურიზმის განვითარების ქსელის-ტურინეტის“ პროექტი ითვალისწინებდა.

 

შეხვედრას ესწრებოდა დონორი ორგანიზაციის „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ წარმომადგენელი ზაალ ანჯაფარიძე. მან მოხალისეებს გააცნო საინტერესო მონაცემები მსოფლიოსა და საქართველოში მოხალისეობის განვითარების შესახებ, ასევე მოუწოდა მათ ამ საქმიანობის გაგრძელებისაკენ.

 

მოხალისეობის მთავარი პრინციპების და მისი არსის შესახებ ასევე ისაუბრა „ტურიზმის, რეგიონული განვითარების და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის“ დირექტორმა და ტურიზმის ექსპერტმა, პროფესორმა კობა არაბულმა და დამსწრე საზოგადოებას ამ საქმიანობაში მათი ჩართვის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა.

 

შეხვედრის ბოლოს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს გადაეცათ ტრენინგებზე დასწრებისა და მოხალისეობის პროექტში მონაწილეობის სერთიფიკატები.