გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე საგანგებოდ შეხვდა პირველკურსელებს და პირადად მიულოცა სწავლის დაწყება. შეხვედრაზე სტუდენტებს სიტყვით სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით სარიშვილმაც მიმართა და თავის სიტყვაში სტუდენტებს სპეციალურად პირველკურსელთათვის ორგანიზებული ღონისძიების “Welcome Party”-ს შესახებ აუწყა, რომელიც კლუბში “Night Office” 14 სექტემბერს 18:00 საათზე გაიმართება.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.