სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.

 

რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი თენგიზ ხრუსტალი, რომელმაც 2014 წლის 7 თებერვლიდან 6 კვირის განმავლობაში სტაჟირება გაიარეს ლუბლინის (პოლონეთი) სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში. სტაჟირების გავლის შემდეგ სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი.

 

სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვებას უზრუნველყო აისეკმა.

 

თენგიზ ხრუსტალის შთაბეჭდილებები:

აისეკი მშვენიერი ორგანიზაციაა მათთვის ვისაც სურს გამოსცადოს საკუთარი თავი, რაღაც ახალი გაიგოს, გახდეს უკეთესი ადამიანი ვიდრე არის. პოლონეთში 1 თვიანმა პროგრამამ რომელსაც ეწოდება „Enjoy my origin“ მე დიდი გამოცდილება შემძინა. გავიცანი მრავალი კულტურის და მსოფლმხედველობის ხალხი. გამოვცადე ჩემი თავი დამოუკიდებლად ცხოვრებაში. უნდა ავღნიშნო რომ საოცრად მეგობრული გუნდი დამხვდა და საერთოდ არ მიგრძვნია სიმარტოვე. გამოვიმუშავე და დავხვეწე პრეზენტაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, დავათვალიერე მრავალი საინტერესო ადგილი და შევიძინე საერთაშორისო მეგობრები. მე ვამაყობ რომ ვარ აისეკელი!