წარმატება აბიტურიენტებს!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


წარმატება აბიტურიენტებს!

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს ორიგინალურად უსურვა. სნოს ცივი წყალი, რომლის ბოთლებზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლოგო და წარწერა „გისურვებთ წარმატებას“ იყო განთავსებული, ალმა მატერის სტუდენტებმა (სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით) მისაღებ გამოცდებზე მიმავალი აბიტურიენტებს გადასცეს. საზაფხულო აქცია რამდენიმე საგამოცდო ცენტრთან გაიმართა. სიურპრიზით აბიტურიენტები კმაყოფილები დარჩნენ.