მე-6 სატელევიზიო ფესტივალი „კენტავრი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მე-6 სატელევიზიო ფესტივალი „კენტავრი“

27 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ (დოკუმენტური ფილმებისა და პუბლიცისტური გადაცემების) სტუდენტური ფესტივალის „კენტავრი“ ფინალი გაიმართა. ფესტივალი 3 დღე მიმდინარეობდა. ჟიურიმ - პროფესორი თეიმურაზ ფაფერაშვილი, პროფესორი მარინა ვეკუა, პროფესორი მარინა ხარატიშვილი დაასახელა შემდეგი გამარჯვებულები; ნომინაცია საუკეთესო პროექტის ავტორი გადაეცა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ვახტანგ ჯაჯანიძეს ფილმისთვის „ორშაბათიდან ორშაბათამდე“, ნომინაცია საუკეთესო მონტაჟის რეჟისორი გადაეცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტს ანა მახარაძეს ფილმისთვის „სიძულვილი გზად და ხიდად“, ნომინაცია საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი გადაეცა ილიაუნის სტუდენტს თორნიკე გიუნაშვილს ფილმისთვის „ეს ჩემი სახლია“, ნომინაცია საუკეთესო დებიუტი გადაეცა ორი ფილმის ავტორს: ჯიპას სტუდენტს გიორგი ჩაგელიშვილს ფილმისთვის „მეგობარი“ და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტს იოანე ედიშერაშვილს ფილმისთის „ყველა ბავშვი განსაკუთრებულია“. გამარჯვებულებს გადაეცათ უნვერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური დიპლომები და ფესტივალის მეგობარი კომპანიებისგან: გამომცემლობა „დიოგენე“, შპს „ტკბილი ქვეყანა“, სათავგადასვლო კლუბი „ჯომარდი“ და GS Group განსაკუთრებული პრიზები.