მასტერკლასი თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა საქართველოში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მასტერკლასი თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა საქართველოში“

16 იანვარს ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე “კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა საქართველოში\". მასტერკლასს წარუძღვა ტურიზმის ექსპერტი, ტურისტული კომპანია “Golden travel Georgia“ - ს გენერალური დირექტორი და საერთაშორისო ტურიზმის ასოციაცია “Georgia for friends“ - ის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ეფრემიძე. შეხვედრამ ორმხრივ დებატებში ჩაიარა.

შეხვედრაზე მომზადდა მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტურისტული კომპანია “Golden travel Georgia“ - ს შორის, რაც ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას, პრაქტიკებსა და სხვადასხვა პროექტში ჩართულობას.