შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის და სახელმწიფოს ანტინარკოტიკული პოლიტიკის ფარგლებში გაიმართა. მინისტრმა სტუდენტებს გააცნო კამპანია, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული და იმ საფრთხეების შესახებ ესაუბრა, რომლებსაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი გელა ლეჟავა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. ე.წ. პრესკონფერენციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტი ესწრებოდა.