„ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

გაეროს ბავშვთა ფონდის პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

 

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით  მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდენენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.

 

ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და სპეციალისტებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან.

 

კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების  საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

 

ვიწვევთ სტუდენტებს, მასწავლებლებს, აკადემიერ პერსონალსა და სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში.

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი, 2020

 

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2020

 

კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 1-2 ოქტომბერს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ქუთაისში.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს www.unicef.org/georgia და www.atsu.edu.ge სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, სამეცნიერო საბჭოს, თეზისების შერჩევის, სტუდენტური კონკურსისა და კონფერენციის დეტალური პროგრამის შესახებ.

 

საკონტაქტო პირები:

ნათია ჯოხაძე, ელ.ფოსტა: njokhadze@unicef.org 

ნანი ზეინკლიშვილს, ელ.ფოსტა: nzeinklishvili@unicef.org