ევრაზიის მეათე მულტიდისციპლინური საერთაშორისო ფორუმი ტრადიციულად სექტემბერში გაიმართება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევრაზიის მეათე მულტიდისციპლინური საერთაშორისო ფორუმი ტრადიციულად სექტემბერში გაიმართება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით ყოველწლიურად ატარებს ევრაზიის მულტიდისციპლინურ სამეცნიერო ფორუმს.

 

მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს უკვე მეათედ გაიმართება ფორუმი, ტრადიციულად ბათუმის კამპუსში.

 

ფორუმზე წარმოდგენილი სტატიები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდება.

 

 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანაშრომლებისათვის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობისა და სტატიის გამოქვეყნების საზღაური ორგანიზატორებმის მიერ 50 ევროს ოდენობით განისაზღვრა. აღნიშნული საფასური გათვალისწინებულია დამატებითი სერვისისათვის, რომელიც მოიცავს ინგლისურენოვანი სტატიების შესწორებას, სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას და მაღალი ხარისხით დაბეჭდვას, რაც ავტორებს ააცილებს როგორც საჟურნალო მოთხოვნებსა და ნაშრომის ფორმატთან, ისე სტატიის ენობრივ-სტილურ შეცდომებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 იხ. ლინკი: https://emf.euinstitute.net/ 

 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვა უნივერიტეტისა თუ სამეცნიერო დაწესებულების სტუდენტებსა და თანამშრომლებს.

 

 ფორუმის საერთო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე; https://emf.euinstitute.net/index.php/important-dates-fee

 

ფორუმის მუშაობის ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნება საერთო პანდემიური მდგომარეობის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ისარგებლეთ ელ.ფოსტით: international@gruni.edu.ge