საერთაშორისო კონფერენცია „იურიდიული მეცნიერების ინოვაციური განვითარება სოციალური მოდერნიზაციის პირობებში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონფერენცია „იურიდიული მეცნიერების ინოვაციური განვითარება სოციალური მოდერნიზაციის პირობებში“

კიევის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იწვევს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „იურიდიული მეცნიერების ინოვაციური განვითარება სოციალური მოდერნიზაციის პირობებში“ - მონაწილეობის მისაღებად.

 

სამუშაო ენები: უკრაინული, ინგლისური, რუსული

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოგზავნოთ:

  • აპლიკაციის ფორმა;
  • ნაშრომის აბსტრაქტი;
  • ნაშრომის ზედამხედველის რეცენზია;

 

შენიშვნა: მონაწილეობის მისაღებად და ნაშრომის გამოსაქვეყნებლად შესაძლებელია მათი გამოგზავნა ღონისძიებაზე პერსონალური დასწრების გარეშე.

 

კონფერენციის პროგრამა

  • თანამედროვე საზოგადოების საკანონმდებლო იდეოლოგია; 
  • ადამიანთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად არსებული საჯარო და საკანონმდებლო მექანიზმები;
  • სამოქალაქო საზოგადოების უზრუნველყოფა საკანონმდებლო ინფორმაციით;
    საკანონმდებლო მექანიზმების ინოვაციური განვითარება კრიმინალის წინააღმდეგ;
  • სამართალდამცავი აქტივობების ინოვაცია საზოგადოების მოდერნიზაციის პირობებში;
  • შრომის კოდექსისა და სოციალური უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობაში არსებული თანამედროვე ტრენდები;
  • სამოქალაქო მეცნიერება: პრობლემები, მათი არსი და გზა სრულყოფილებისკენ;
  • ინოვაცია, როგორც კომერციული, საავიაციო და კოსმოსური სამართლის ფუნდამენტი;

 

დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციის სანახავად, იხილეთ განცხადებასთან თანდართული ფაილი - Law conference at Kiev National Aviation University

 

ყურადღება!

საკონფერნციო მასალა გამოგზავნილი უნდა იყოს 2020 წლის 30 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: m.sulashvili@gruni.edu.ge