ჟურნალი „აკადემიური მაცნე“ აცხადებს სტატიების მიღებას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალი „აკადემიური მაცნე“ აცხადებს სტატიების მიღებას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტატიების მიღებას სამეცნიერო რეცენზირებად ჟურნალ „აკადემიურ მაცნეში“ მათ გამოსაქვეყნებლად.

 

„აკადემიური მაცნე“ არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ყოველწლიური, მულტიდისციპლინარული ჟურნალი, რომელიც ფარავს შემდეგ მიმართულებებს:

  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • საჯარო ადმინისტრირება;
  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • მედიცინა;
  • იურისპრუდენცია;

 

სტატიების ენა:

  • ინგლისური (პრიორიტეტული);
  • ქართული;

 

ვის შეუძლია ნაშრომის გამოქვეყნება

„აკედემიურ მაცნეში“ ნაშრომის გამოქვეყნება შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებსა და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.

 

ნაშრომის სარედაქციო მოთხოვნები

ნაშრომები შექმნილი უნდა იყოს მაღალი აკადემიური სტანდარტით და ითვალისწინებდეს ყველა იმ დირექტივას, რომელიც განსაზღვრულია ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მიერ და შესაბამისობასი უნდა იყოს „აკადემიური მაცნის“ პოლიტიკასთან (იხილეთ - „სარედაქციო დირექტივები“ და „ჟურნალის პოლიტიკა“ )

დირექტივების გაუთვალისწინებლობის შემთხევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება ან დაუბრუნდება ავტორს მათ შესაბამისობაში მოსაყვანად;

 

ინგლისურენოვანი სტატიები

ინგლისურ ენაზე ნაშრომის გამოქვეყნების მსურველებმა ენობრივი სისწორის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

- ინგლისური ენის სერთიფიკატი (მინიმუმი: TOEFL iBT – 100, ILTES – 7);

- უმაღლესი სასწავლების მიერ გაცემული ინგლისურენოვანი პროგრამის დიპლომი;

- ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

- ალტერნატივის სახით, სარედქციო საბჭო ავტორებს, რომლებისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა, სთავაზობს მათი ნაშრომების ენობრივ შესწორებას ინგლისურენოვანი დარგის სპეციალისტის მიერ, რომლის ღირებულებაც განისაღვრება 230 აშშ დოლარით.

 

ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების ღირებულება: უფასო

სტატიების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: academicdigest@gruni.edu.ge

სტატიების მიღების ბოლო თარიღი: 15/04/2020