პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “კენტავრი“ იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “კენტავრი“ იწყება

პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალისათვის, “კენტავრი“ ნამუშევრების მიღება დაიწყო!!!

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ფესტივალს მიმდინარე წლის 25, 26, 27 ნოემბერს ჩაატარებს.

 

25-26 ნოემბერს ფესტივალის ჟიური შეაფასებს მიღებულ ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

 

“საუკეთესო საავტორო პროექტი“

“საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“

“საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“

“საუკეთესო მონტაჟი და სპეცეფექტები“

“წარმატებული დებიუტი“

“ჟიურის სიმპათია“

 

27 ნოემბერს, კინოთეატრ “ამირანში“, ფესტივალის დასკვნით საღამოს, გაიმართება ნამუშევრების ჩვენება. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და სხვადასხვა პრიზი.