სტაჟირება - უნივერსიტეტის სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირება - უნივერსიტეტის სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური აცხადებს სტაჟირებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სტაჟირება ცხადდება მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

 

ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიის სტრატეგიული და სამუშაო გეგმის შედგენა- შესრულება;
- სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, Youtube) მართვა;
- სოციალური მედიაკამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა - განხორციელება;
- დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა Facebook ჩატში.

 

მინიმალური მოთხოვნები:
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ციფრული მედიით დაინტერესება, ცოდნა ;
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.



სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი ( მიმდინარე წლის 6 ივლისიდან)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

 

დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 17 ივნისისა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: m.tsiklauri@gruni.edu.ge

 

გადარჩევის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.